Onda Burger / კონტენტი და პროდაქშენი / კონცეფცია
საბურგერეს ბრენდი, ყოველდღიური პოსტისთვის აწყობილი
საბურგერე წყვეტს ტრენდებზე რბენას და აწყობს იდენტობასა და ყოველკვირეულ კონტენტ-სისტემას, რომელსაც საკუთარი გუნდი დიზაინერის გარეშე უძღვება.

01
პრობლემა
Onda-ს ჰქონდა პროდუქტი, რომლისთვისაც ხალხი ბრუნდებოდა, და ბრენდი, რომელიც დახლიდან გასვლისთანავე იშლებოდა: ნიშანი ყოველ ბეჭდურ ერთეულზე თავიდან იხატებოდა, შეფუთვა მენიუს დაფას არაფრით ჰგავდა, არხში კი სტოკური ფოტოები და არასწორ განათებაში გადაღებული ტელეფონის კადრები ერეოდა. ყოველი პოსტი ნულიდან იქმნებოდა, ამიტომ რაც მეტს დებდნენ, მით ნაკლებად ჰგავდა ბრენდი საკუთარ თავს.
02
შესაძლებლობა
სწრაფი კვება გამეორების ბიზნესია. ერთი და იგივე პროდუქტი, ერთნაირად გადაღებული, ერთსა და იმავე კადრში, კვირიდან კვირამდე: სწორედ ეს აქცევს დახლს იმად, რასაც სქროლისას ცნობენ. ამას დიდი ბიუჯეტი არ სჭირდება. სჭირდება სტანდარტი და დისციპლინა, რომ სტანდარტს მიჰყვე.


03
სისტემა
ერთი იდენტობა შეფუთვაზე, მენიუს დაფებზე, უნიფორმაზე, მიტანის ჩანთებსა და არხში. ამას ემატება ფოტოგრაფიის სტანდარტი, რომელიც განათებას, რაკურსსა და ფონს იმდენად მკაცრად აფიქსირებს, რომ ტელეფონიც კი გამოსაქვეყნებელ კადრს იძლევა. ოთხი საკუთარი ფორმატი (პროდუქტის კადრი, სამზარეულო მოძრაობაში, სტუმრის მომენტი და შეთავაზების ბარათი) და წარმოების ორკვირიანი რიტმი შაბლონების ნაკრებთან ერთად, რომელსაც მორიგე გუნდი დიზაინერის ლოდინის გარეშე ავსებს.


04 / გუნდის ხელში
ნამუშევარი
ბრენდის იდენტობა და შეფუთვის სისტემა, მენიუსა და სივრცის დიზაინი, ფოტოგრაფიის სტანდარტი გადაღების გზამკვლევით, შაბლონების ნაკრები გუნდისთვის და სოციალური არხების ყოველთვიური მართვა ორკვირიანი რიტმით.
ორკვირიანი რიტმი
კვირა 01 / გადაღება და მომზადება
კვირა 02 / გამოქვეყნება და შეფასება
გუნდის ხელში
გადაღება სამუშაო დღის ნაწილია.
ერთნაირი განათება, რაკურსი და ფონი. გადაღების მოკლე გზამკვლევი და შაბლონები ცვლის გუნდს დამოუკიდებლად მუშაობაში ეხმარება.

ბრენდი ყოველდღიურ ცხოვრებაში
ის, რისთვისაც ბრუნდებიან.

ფოტოები და სოციალური პოსტები შექმნილია ამ ქეისის ილუსტრაციისთვის.
გინდა გაიგო, სად დგას შენი მარკეტინგი? დაიწყე უფასო აუდიტით ან მოგვწერე.
რას ამოწმებს ეს კონცეფცია
იდენტობამ თავი ბრენდბუქში კი არა, სამზარეულოში უნდა გაამართლოს. კონცეფცია ამოწმებს, შეძლებს თუ არა ცვლის მენეჯერი შეკვეთებს შორის გამოსაქვეყნებელი კადრის გადაღებას. თუ შეძლებს, არხი პროექტი აღარ იქნება და დახლის ყოველდღიური მუშაობის ნაწილი გახდება.